სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.

"მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ოფიციალურად პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე და 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა საკმაოდ
მძიმეა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები