"მალე ალბათ, მეყოლება შვილიშვილები და პრეზიდენტის ვალდებულებას მომავალში ნაკლებად შევასრულებ, ამიტომ..." - კვირის პალიტრა

"მალე ალბათ, მეყოლება შვილიშვილები და პრეზიდენტის ვალდებულებას მომავალში ნაკლებად შევასრულებ, ამიტომ..."

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ახლა ჩართვის გადაწყვეტილების მიზეზებს შორის ოჯახურ მდგომარეობას და იმ ფაქტორსაც ასახელებს, რომ მალე შესაძლოა ბებია გახდეს და "მომავალში ამ ვალდებულებას ალბათ, ნაკლებად შეასრულებს".

გადაწყვეტილების მიზეზებზე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.

"იცით, რომ იყო რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ქორწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ალბათ, იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ, უკვე ნაკლებად შევასრულებ მომავალში. ამაზეც ვფიქრობდი, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში. მაგრამ ამავე დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა, მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არამხოლოდ მათ წინაშე, ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ, ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს - ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ჩემს ოჯახში და არამხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნებოდა, მაგრამ ვერ გახდა. ამ ადამიანებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.