"საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ ანუ ევროპელი და ქართველი"
06-08-2018
"საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ ანუ ევროპელი და ქართველი"
საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პერსპექტივა ევროპაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მუშაობაა საჭირო.

"საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი. საქართველო თავისი ღირებულებებით და წარსულით არის ევროპელი. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ჩვენ გვინდა ნატო – ეს არ უნდა
იყოს მკვდარი ლოზუნგები, ჩვენ ეს ევროპულობა უნდა გავატაროთ ყოველდღიურობაში. ჩვენი წინაპრები, ვინც საქართველოს სახელმწიფოს აშენებდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. შეიძლება სხვა მეზობელი ჰყავდეს, მეზობლებთან მეტ-ნაკლებად დაალაგოს ურთიერთობა, მაგრამ მისი არსებითი და ბუნებრივი მდგომარეობაა ევროპულობაა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე:
"მალე ალბათ, მეყოლება შვილიშვილები და პრეზიდენტის ვალდებულებას მომავალში ნაკლებად შევასრულებ, ამიტომ..."

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით