"პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, კავკასიის ხალხები და მათ შორის..."
07-08-2018
"პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, კავკასიის ხალხები და მათ შორის..."
პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, შუა აზიის, კავკასიის ხალხები და მათ შორის ძალიან ბევრი რუსეთშიც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით "ფეისბუქში" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანა აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც არის ქართული სახელმწიფოს წარმატების მოკვლა, რაც, მისი შეფასებით, ნაწილობრივ ივანიშვილთან და იმ "ჯგუფთან ერთად შეასრულეს, რომელიც მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას".

"მთავარი რუსეთისთვის მთავრობის დამხობა
კი არ იყო ან თუნდაც დეკლარაცია, რომ ჩვენ შევიცვალეთ საგარეო კურსი, ეს ორივე იყო შეტევა ქართულ სახელმწიფობრიობასა და წარმატებულ ქართულ რეფორმებზე. რუსეთისთვის პრობლემა თავისთავად არის ქართული სახელმწიფოს არსებობა, პუტინისთვის პრობლემა იყო, რომ ჩვენი რეფორმებით აღტაცებულები იყვნენ უკრაინელები, შუა აზიის ხალხები, კავკასიის ხალხები და მათ შორის
რუსეთში ძალიან ბევრი - აი, ამ რეფორმების შეჩერება, წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ, მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას და პრაქტიკულად, მიწასთან ასწორებს ჩვენს მიერ შექმნილ წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს იყო ამოცანა და არა უბრალოდ ის, რომ მათ აღიზიანებდათ სააკაშვილი ან რომელიმე სხვა წევრი ჩემი მთავრობის ან უბრალოდ უნდოდათ, რომ ჩვენ ნატოზე საჯაროდ გვეთქვა უარი, მათ უნდოდათ ბევრად უფრო სხვა რამ, ქართული სახელმწიფოს იდეის გაქრობა, მათი აზრით, ამ რეგიონში მათთვის სახელმწიფოებრიობის შექმნა არის რუსეთის იმპერიისთვის საფრთხე და ჩვენ ჩვენი წარმატებით სწორედ ეს შევქმენით", -განაცხადა სააკაშვილმა.
გელა
07 აგვისტო 2018 15:51
ტროლებო, დაიწყეთ ახლა "ჰალსტუხი, ჰალსტუხის" ძახება და მერე 15 ლარის ასაღებად არქიფოს მიაკითხეთ!!!

ხომ ხედავთ, ცოდვა მომდევნო თაობებზე გადადის!!! ისისნი შეიცოდეთ!!!

რედაქტორის რჩევით