"მადამ პრეზიდენტი" მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს", რომ ომი საქართველომ დაიწყო"
"მადამ პრეზიდენტი" მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს", რომ ომი საქართველომ დაიწყო"
"მადამ პრეზიდენტი" მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს", რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.
უგულავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი".

"ომი {2008 წლის} საქართველომ დაიწყო - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, "ოცნების" ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. "მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის
არაა საიდუმლო, რომ ივანიშვილის ავლა-დიდების სამშობლო საფრანგეთია. როგორც პრეზიდენტი, ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია და ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია.
"ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს - ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე, შთამომავლობა არ გვაპატიებს", - წერს გიგი უგულავა.

შეგახსნებთ, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე გუშინ საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა.
qeti
07 აგვისტო 2018 20:30
მოგვწონს თუ არა,ეს სრული ჭეშმარიტებაა,უფრო მეტიც ,მისი ხელმოწერით გაფორმდება ამ ტერიტორიების იურიდიული დაკარგვა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები