"ქვეყანა დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება"
07-08-2018
"ქვეყანა დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება"
"როდესაც­ საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ცნო. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს, ჰოლანდიაშიც კი ნორმა 5 გრამია"

"მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას", - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მანამდე კი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით ამ ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სამართალდარღვევას წარმოადგენდა და სანქცია 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ
ეს მუხლი გააუქმა და მარიხუანას მოხმარება­ ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დეკანოზი შალვა კეკელია "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მომავალი თაობისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო:

- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში პარლამენტზე უპირატესი ოთხი კაცი იყო, რომლებმაც­ უმძიმესი
გადაწყვეტილება წინასწარი დისკუსიის გარეშე მიიღეს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილ­ება ნარკოპოლიტიკის შესახებ, არ არის გარკვეული, შეიძლება თუ არა ნარკომომხმარებელი საჭესთან იჯდეს, ან ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტაროს, ან ავადმყოფს ოპერაცია გაუკეთოს, ამ დროს კი საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, მარიხუანას მოხმარება ლეგალურია და არ დაისჯებითო. როდესაც ევროპას ვედრებით, რატომ არ ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას ან სოციალურ მდგომარეობას?

საქართველოში უმძიმესი სოციალ­ური ფონია, ახალგაზ­რდების უმრავლესობა ცდილობს დროებით მაინც გათიშოს გონება­ ყოველდღიურობისგან. ნაცვლად იმისა, მათ დასაქმება ან ცხოვრების ჯანსაღი წესი შევთავაზოთ, პრობლემების გადაჭრას მარიხუანას­ მოხმარების ლეგალიზებით ვთავაზობთ?

ლაშა კილაძე, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი:
- თუ მარიხუანას თამბაქოსთან შერევით ერთ პაპიროსს ეწევა ადამიანი, ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანას ერთი ღერი პაპიროსი იმდენად დიდი რაოდენობით ტეტრაჰიდროკანაბიოლს შეიცავს, რომ ის რამდენიმე ადამიანის დოზაა, შესაბამისად, მეტ ნარკოდამოკიდებულებას იწვევს და ორგანიზმისთვის დამანგრეველია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს ასეთი დიდი ზიანის შემცველი ჰიბრიდული მარიხუანაც ლეგალურია. ოთხმა მოსამართლემ გვითხრა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მარიხუანა­ მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა, ახლა ვიღაცას გაუჩნდეს შეკითხვა, თუ მარიხუანა განვითარებისთვის აუცილებელია, რატომ არ შეიძლება­ ჩაითვალოს ასეთად ჰეროინი?...

ძალიან ცუდი პანდორას ყუთი გაიხსნა, რომელიც არავინ იცის, სადამდე მივა. ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც­ საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ცნო. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს, ჰოლანდიაშიც კი ნორმა 5 გრამია.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვით მივმართავ: როგორ მოახერხეს, რომ მხოლ­ოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაურკვეველი კვლევები გაითვალისწინეს, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისგან", ორგანიზაციისგან, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მარიხუანაზე ნარკოდამოკიდებულ თუ მისი მოხმარების შედეგად ფსიქიკურად აშლილ ადამიანებთან, არ გამოითხოვეს სტატისტიკა, რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ? არადა, საგანგაშო შედეგებია და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვპროგნოზირებ. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)

ინგა
13 აგვისტო 2018 07:52
როცა ადამმა სამოთხეში შესცოდა უფალმა მას მისცა თავისუფალი ნება და გამოაძევა სამოთხიდან და აქ დედამიწაზე სამოთხეს ვერ შევქმნით ვერასოდეს. ამიტომ , უნდა მიეცეს ადამიანს თავისუფალი ნება, რაც უნდა ის აკეთოს ოღონდ არ უნდა ზიანდებოდეს სხვა ამით, მოწევა უნდა მოწიოს, კანონი არის არასრულყოფილი, სად უნდა შეიძინონ, როცა რეალიზაცია კრიმინალად ითვლება ამიტომ, უნდა გამოიყოს სპეციალკური კაფეები, ადგილები სადაც ლეგალურად შეიძენენ და მოიხმარენ. არანაირი შეზღუდვა, ასევე აეკრძალოთ ქუჩაში დგომა მეძავებს გამოიყოს ადგილები, სადაც მიზერულ თანხას გადაიხდიან და იდგნენ .რა მეძავები, რომ არიან გამოფენილი ისინი არ არღვევენ სხვის უფლებებს? ისინი დაავადებების, ვირუსების გადამტანები არიან, შევიდა კაფეში მიირთვა ყავა, გაირეცხა ჭიქა ახლა შენ შეხვედი , რა იმ ჭიქას სტერილიზაცია გაუკეთდა? ამიტომ , უნდა გაიხსნას დიახ, ბორდელი სადაც ყველა სეგმენტის სექსუალურ მუშაკზე იქნება გათვლილი მომსახურება და ამის მერე უპირობოდ უნდა დაიკეტოს მრავალი წლით ის სასტუმრო, კლუბი სადაც მსგავსი მომსახურებისთვის იქნება ფართი გამოყოფილი. ნარკომომხმარებელიც და მეძავებიც ვალდებული უნდა იყვნენ გარკვეული დროის მონაკვეთში ჩაიტარონ სავალდებულო ლაბორატორიული კვლევა. ამით, დაცული იქნებიან ის მოქალაქეები ვისაც წყნარი ცხოვრება უნდა. ამათ გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი სხეულის დახორავიჭება, მოსპობა, ჯანდაბამდე გზა ქონიათ , მიუშვით.
თამაზი-ზ
08 აგვისტო 2018 11:06
ვიკაიოთ,ჯარში არ წავიდეთ ასე ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა
ar gamomiqveynebt?
07 აგვისტო 2018 21:19
aq chans mikerzoebulad sjit redaqciav?daanebet tavi adamianebis datrgunvas.da gamoaqveyned pozitiurad vinc agitqva es kanoni

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები