"აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია"
"აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია"
"ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია აგრესია"

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციის და უკანონო დაკავების 10
წელი.

"დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც უკავშირდება ტკივილს და უსამართლობას, დღე, რომელიც არ არის მხოლოდ 10 წლის წინანდელი წარსული, ეს გამოწვევები დღემდე ღიად რჩება და ის არის მთავარი ბარიერი არსებული გამოწვევების მშვიდობიანად გადაჭრის მოლოდინში.

ზუსტად 10
წლის წინ, ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია აგრესია. რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო იერიშების მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე. ეს იყო ომი, რომელსაც მოყვა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა და ასეულობით ათასი ახალი დევნილი. აგრესიის შედეგად განადგურდა ათეულობით ქართული სოფელი, რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული 5 ხეობის და 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია. აგვისტოს ომმა შეიწირა ათეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. 10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობი ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციის და უკანონო დაკავების 10 წელი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებშია და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ცხოვრებას.

"ოკუპაციამ და ადგილზე არსებულმა სიტუაციამ ომის შემდგომაც შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. იძულებით გადაადგილებული პირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმებისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან. ამას ისიც ემატება, რომ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი 25 წელზე მეტია მოკლებულია საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. დევნილობაში გაიზარდნენ თაობები, რომლებიც არ კარგავენ საკუთარ სახლში დაბრუნების და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრობის იმედს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში პროვოკაციების ფონზე საქართველომ შეძლო და დაამტკიცა, რომ არის ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო და შესწევს ძალა ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად მიაღწიოს წარმატებას.

მისივე თქმით, განვლილი წლების სიმძიმემ ყველას კარგად დაანახა, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რისკენაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვისწრაფვით.

"სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა - აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ძალა და ნება ამ თავსმოხვეული პროვოკაციის დასაძლევად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა პრემიერმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები