"ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ მედვედევი უბრალოდ არარაობაა" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ მედვედევი უბრალოდ არარაობაა"

მედვედევი ნულია. ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ არარაობაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი მედვედევმა მას განუცხადა, რომ "ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მოსკოვში ჟანრის სულ სხვა კანონები მოქმედებს".

ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო პუტინთან მის ურთიერთობებს.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ მე პირადი გაუგებრობა მქონდა პუტინთან და ამის გამო დაიწყო ომი, სრული სისულელეა. ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები დაიწყოს პირადი ურთიერთობების გამო. მე არასოდეს მქონია მასთან კონფლიქტები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავაზიანი საუბრები. ის ჩემთან ყოველთვის თავშეკავებული იყო. მის მხრიდან უპატივცემულობას არ ვგრძნობდი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები ჩაატარა.

"ის სააკაშვილის გამო კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ წერტილი დაესვა საქართველოს რეფორმებისთვის. მე მისთვის რეფორმების სიმბოლო ვიყავი", - აღნიშნა მან.

იხილეთ ასევე: "2008 წელს ჩვენი ამოცანა არ იყო საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილი დასჯა"

"ინტერპრესნიუსი"