"ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ მედვედევი უბრალოდ არარაობაა"
08-08-2018
"ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ მედვედევი უბრალოდ არარაობაა"
მედვედევი ნულია. ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ არარაობაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი მედვედევმა მას განუცხადა, რომ "ის არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ მოსკოვში ჟანრის სულ სხვა კანონები მოქმედებს".

ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე შეეხო პუტინთან მის ურთიერთობებს.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ მე პირადი
გაუგებრობა მქონდა პუტინთან და ამის გამო დაიწყო ომი, სრული სისულელეა. ჯორჯ ბუში მართალი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ პუტინი საკმაოდ ცივსისხლიანია, რათა ომები დაიწყოს პირადი ურთიერთობების გამო. მე არასოდეს მქონია მასთან კონფლიქტები. ჩვენ ყოველთვის გვქონდა თავაზიანი საუბრები. ის ჩემთან ყოველთვის თავშეკავებული იყო. მის მხრიდან უპატივცემულობას არ
ვგრძნობდი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინისთვის პრობლემა იყო ის, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები ჩაატარა.

"ის სააკაშვილის გამო კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ წერტილი დაესვა საქართველოს რეფორმებისთვის. მე მისთვის რეფორმების სიმბოლო ვიყავი", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"





000
09 აგვისტო 2018 17:11
შენ მაინც გჯობია, შენსავით გასაწეწად თავის არ გაწირავს.

რედაქტორის რჩევით