"რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ..."
"რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ..."
რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?! – ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზებზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა, სადაც ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო.

"მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი გმირების საფლავებთან. მინდა გამოვთქვა სურვილი,
რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი წლების მანძილზე. ბოლო ერთი საუკუნე, დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით, მაგრამ არა დამთავრებულით, რამეთუ ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე. ეს არის ომი, რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს დღევანდელი, გუშინდელი დღე – სანამ არ იქნება საქართველო გაერთიანებული.

თუ თქვენ
გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ: - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები - "კავკაზი" და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კითხვა უნდა დასვან ჟურნალისტებმა და მას პასუხები გასცენ ანალიტიკოსებმა. ზურაბიშვილის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა შეიძლება მომავალშიც სასტიკ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

აქვე სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნეებია საქართველოს მტერი უცვლელია და ეს არის რუსეთის იმპერია.

"ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ოკუპანტი, აგრესორი, იმპერიალისტი უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არ გვაქვს - ანუ სამხედრო ძალით, არამედ უნდა დავძლიოთ ჭკუით და ერთად დგომით. სიძულვილი, რაც ქვეყანაშია და რომელიც ჩემზეც წამოვიდა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

Georgian people
09 აგვისტო 2018 17:08
მართალი ყველამ ვიცით და თქმაც უკეთესად შეგვიძლია.
qeti
09 აგვისტო 2018 10:14
ყველას,ვისაც ქვეყანაზე გული შეტკივა და ომის დაწყების ამბავი მართლა აინტერესებს,ვურჩევ უყურონ(გადახვევით ან ინტერნეტით) პირველი არხის 8 აგვისტოს 14.00 გადაცემას "დღის ამბები დიანა ტრაპაიძესთან ერთად".პროგრამაში ასე ეწერა,მაგრამ გადაცემა ლევან ჩხაიძეს მიჰყავდა და სტუმრად ჰყავდა ის სამხედრო პირები,ვინც მაშინ ხელმძღვანელობდა შენაერთებს!ქოცებს ეგ არ ეხებათ,მათი მიზანი ხომ საქართველოს იმიჯის შელახვაა მათი მოსვლის დღიდანვე,დაწყებული იმ განცხადებით სტრასბურგში,რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და პანკისში ტერორისტებს ვამზადებდით რუსეთში შესაგზავნად,დამთავრებული განცხადებით დავოსში,სადაც ქვეყნების ნორმალური მეთაურები ინვესტორების მისაზიდად ჩადიან,რომ საქართველოში ძალიან ცუდი საინვესტიციო პირობებია და რჩევა ინვესტორებს,რომ ნუ მოტყუვდებიან მიშას პიარით!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები