"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია"

ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო.

"როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ, მე მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ. ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე კი არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.