"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია"
09-08-2018
"სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია"
ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო.

"როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამიტომ, მე მის პოლიტიკურ განცხადებას ვერ შევაფასებ. ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე კი არის
ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.


ალექს
18 აგვისტო 2018 08:17
ნაცქოცმოქკავშირი გათავხედდა ,ცუდს და ცუდს შორის გვარჩევინებს,12 კანდიდატიდან 6 სრულიად უცნობია და ხმას არავინ მისცემს-არ იცნობენ,თუნდ ვარსკვლავები უწყვეტიიათ და არც არავის გააცნობენ ,6 კი მოქკავშირიელია ,ათასგზის კომპრომეტირებულ დისკრედიტებული,ალტერნატივა აქვთ ნული ,პიარი უძლიერესი-პრეზიდენტი გინდ ყოფილა გინდა არაო,თუნდ ოპოზიციიდან ,თუნდაც ხალხიდან ,ჩვენ უნდა ჩვენი ვშვრათო,ქოცებმა !
დიქტატურა მეტად ხანგძლივად მძვინვარებს,ვიდრე ველოდი,მე გადავდექი !

რედაქტორის რჩევით