"2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას"
"2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში და ქვეყანას საფრთხე ვერ ააცილეს თავიდან.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძემ ომის დაწყებასთან დაკავშირებით თავისი და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის პოზიცია განმარტა.

"ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და
ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ, მაშინდელმა
ხელმძღვანელობამ იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და დაეწყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მათ აქვთ აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასაც გამოეხმარა.

"ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე და იმაზე, რომ შევძლოთ კონკრეტული პროგრამების რეალიზება ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, საშუალება უნდა მოგვცეს ჩვენ, რომ მშვიდობიანი გზით მოვახდინოთ ამ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს უფლება გქვონდეს ჩვენი სუვერენული არჩევანი და ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

medea
10 აგვისტო 2018 10:04
ომის თავიდან აშორება იმით შეიძლებოდა, რომ გამოგვეყვანა ჩვენი მოსახლეობა იმ სოფლებიდან, სადაც ბომბები ცვიოდა, აგვეტეხა განგაშის ზარი, ყვირილი და საზღვარგარეთელი მასმედიის მობილიზება,რომ ყველას ჩვენი დაცვა მონდომებოდა 1 ტყვიის გასროლაც არ უნდა დაგვეშვა. შვილთან რომ გასალახავად მიდიხარ და იგი კივილს დაიწყებს, იძულებული ხდები შეეშვა, რამდენჯერაც მიუახლოვდები, იმდენჯერ თუ იკივლებს, მაშინ ხომ საერთოდ დაანებებ თავს. რუსეთი თავს არ დაგვანებებს, მაგრამ ნაცარქექიას ეშმაკობები, მაინც გადაასხვაფერებდა ამ უბედურებას.ეჭვი მაქვს --რაც გაკეთდა, მაშინდელ ხელისუფლებასაც აწყობდა.,ამიტომ სამხედრო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს პასუხისმგებელი პირები. ჩაჯდნენ ციხეში სამუდამოდ, ---სიკვდილს, რაც მათი დანაშაულის გამო, ასეულობით მოხდა,-- ციხეში ჯდომა ჯობია. არ შემეცოდებიან , რადგან მათი უგუნურობით გაუბედურდა საქართველო.
pop
10 აგვისტო 2018 07:50
სტალინი რა ლენჩი ყოფილა, რატომ არ შეუშალა ხელი ფაშისტურ გერმანიას ომის დაწყებაში?/??/ არადა 350 000-ქართველი შეეწირა ამ ომს...
Minichan
09 აგვისტო 2018 17:06
ბახტაძე, კობახიძე, ჩუგოშვილი ნამდვილად სასიკეთო ხალხი არიან მთავრობაში, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, დღეს მამაზეციერი ვერ უშველის სიტუაციას იმდენად მიშვებულია საქმე, არავითარი პროგნოზი არ არსებობს რა იქნება მომავალში, ასეა ეს .

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?