რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი
09-08-2018
რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მისივე თქმით, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის და გადაწყვეტილებას მაშინ გამოაცხადებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.

"ბიზნესპრესნიუსი“ პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას. ბოლო, 2018 წლის 3 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში პრეზიდენტის შემოსავალმა ამ პოსტზე 82 800 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, წინა წელთან შედარებით პრეზიდენტის
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა და მარგველაშვილი ფლობს - 4 462 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთში; ამავე მისამართზე მდებარე 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 120 კვ. მეტრის ბინას თბილისში; 40 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთში, რომელიც 2016 წელს 10 000 ლარად ააშენა.

რაც შეეხება მარგველაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას 6 695 ლარი ჰქონდა.

გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე, მამა, დედა და სამი შვილი, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში იმ ოჯახის წევრების მონაცემებია ასახული, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მასთან ერთად, შესაბამისად, პრეზიდენტის უფროსი შვილის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში ნაჩვენები არ არის. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით