"ზურა გირჩი ჯაფარიძე" - საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით ჯაფარიძე სახელის შეცვლას გეგმავს
09-08-2018
"ზურა გირჩი ჯაფარიძე" - საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით ჯაფარიძე სახელის შეცვლას გეგმავს
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმის გამო, რომ მას ცესკო საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის სახელით არ არეგისტრირებს, საკუთარი სახელის შეცვლას გეგმავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, მიზეზად ცენტრალური საარჩევნო კომისიამ კანონში არსებული ნორმები დაუსახელა, რომლის თანახმადაც, პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი რომ დაასახელოს, არჩევნებში რეგისტრირებული უნდა იყოს.

შესაბამისად, "გირჩი" ნახსენები ბიულეტენში არ იქნება, აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის ის, რომ სახელი შევიცვალო
და ჩავიმატო ე.წ შუა სახელი და გავხდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და შესაბამისად, ამ გზით სიტყვა "გირჩი", რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოხვდება ბიულეტენში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წესიდან 2013 წელს გამონაკლისი აქვთ დაშვებული, ჩვენ საარჩევნო კომისიამ გვითხრა, რომ მაშინ პარლამენტმა ეს გამონაკლისი
დაუშვა და ახლაც მას უნდა მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, რისი იმედიც ჩვენ ცხადია, არ გვაქვს და გადავწყვიტეთ ასეთი ორიგინალური გზა აგვერჩია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ხვალ აპირებს, რომ სახელის ცვლილების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართოს. რაც შეეხება სახელის ცვლილების ვადებს, "გირჩის" ლიდერის ინფორმაციით, კანონის მიხედვით, სახელის ცვლილება 60 დღეში ხდება, რის გამოც, მან შეიძლება, სხვა საარჩევნო პროცედურების შესრულება ვერ მოასწროს, სწორედ ამიტომ, "ფეისბუქის" მეშვეობით იუსტიციიც სამინისტროს მიმართავს, რომ ცვლილების განხორციელება უფრო სწრაფად მოხდეს.

"თუ 60 დღე დასჭირდა, მაშინ სხვა პროცედურების შესრულებას ვერ მოვასწრებ, ამიტომ ვთხოვე საჯაროდ, რომ უფრო სწრაფად გააკეთონ. თუ ვერ მოვასწრებ, მაინც მივიღებ მონაწილეობას, უბრალოდ, სამწუხაროდ, "გირჩი" აღარ იქნება ნახსენები და დიდი იმედი მაქვს, შევძლებ, რომ ბიულეტენში მაინც იყოს ნახსენები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"



levan
10 აგვისტო 2018 15:11
აუ ეს სულ დაბოლილი როგორ უნდა იყოს
lali
09 აგვისტო 2018 20:13
საქართველოში პოლიტიკა ცირკის არენას გავს..................
კ ო მ ბ ლ ე
09 აგვისტო 2018 17:42
ნაძვი გირჩი დე წიწვიანი არ ჯობია?
ვინცხა იმისი არ იყოს, მუხა დე ხრიგინა ვარო და პასპორტში ემზარი უწერია.
აი ქვეყანა ამას ქვია, ქვეყნის ნაცვლად უნდა იყოს, ქვეყნიერება.

რედაქტორის რჩევით