"გამომძიებელი გაიქცა"- გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
09-08-2018
"გამომძიებელი გაიქცა"- გიორგი ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

"მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებიდან გამომდინარე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ დრომდე ჩვენ მტკიცებულებები არ გვქონდა გადმოცემული. ახლა გადმოგვეცა. გამომძიებელმა დაიწყო გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. ჩვენი სურვილი იყო, რომ დეტალურად მიგვეწოდებინა გამოძიებისთვის ინფორმაცია. თუმცა, გამომძიებელმა ფაქტობრივად დაარღვია გიორგი ჭანტურიას უფლებები და ისე წავიდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, რომ მისთვის
ბრალდებულის პოზიცია არ იყო საინტერესო. ჩვენ სასწრაფო წესით განცხადება მოვამზადეთ და ვითხოვთ დეტალურად მოხდეს გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა. მას აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე. ის არის მნიშვნელოვანი მოწმე. მოგეხსენებათ ჭანტურიამ გარდაცვლილი სამსონ ქუთათელაძე ერთ-ერთმა ბოლომ ნახა", - განაცხადა კობაიძემ.

მისივე თქმით, გამომძიებელ ნუკრი მალუას ის არგუმენტი
ჰქონდა, რომ ეჩქარება. "გამომძიებელი გაიქცა. ძალიან არაადეკვატური ქმედებაა გამომძიებლისგან, როდესაც არ ცდილობს, რეალურად მოხდეს ბრალდებული პირის გამოკითხვა", - განაცხადა კობაიძემ. მისივე თქმით, საქმეში არის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებიც.

"ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები ძალიან ბევრია. კრეპსებია დაახლოებით 100 ჩანაწერი. სულ 50 დისკი გადმოგვეცა. ამას ყველაფერს გაცნობა და დამუშავება უნდა", - განაცხადა კობაიძემ. მისი თქმით, გიორგი ჭანტურიას დაცვის უფლება შეიზღუდა, რადგან 13 ტომის გაცნობა 24 საათში მოუწევთ ადვოკატებს.

"ინტერპრესნიუსი"
Zaza
09 აგვისტო 2018 19:26
Ara mgonia es iyos mlvleli rezonansuli saqmea da roca ver izieb vigacas unda sheteno albat.
Es shekvetil mkvlelobas ufro gavs da savaraudod shemdrulebels generlis garemocvashic eyoleboda mokavshire.
Magalitad fulis amkrebi romelic shigadashig fuls paravda.

რედაქტორის რჩევით