"ეს იყო სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" უდიდესი დანაშაული" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
"ეს იყო სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" უდიდესი დანაშაული" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის საკუთარ ფეისბუკგვერდზე მის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე.

1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.
რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ქონდა, მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად,
რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ. მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე
სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად.
ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.
ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არცერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა.
ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს"- წერს პოლიტიკოსი.


მახო
11 აგვისტო 2018 12:41
ყოველთვის რუსეთის დაწერილი სცენარით იდგმებოდა "სპექტაკლები" საქართველოში,რა თქმა უნდა მთავარ როლებს შესანიშნავად ასრულებდნენ ქართველები.ისე ,რატომ ააფორიაქა ეს ხალხი ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენებამ ვერ ვხვდები.
ომარი
10 აგვისტო 2018 13:23
ვაგრძელებ. რაც შეეხება საქართველოდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, რუსეთის ჯარების გაყვანას, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ფეხებზე დაკიდებას ნიშნავდა (ლავროვს ფეხებზე არ ჰკიდია საქართველო?!), უფრო გასაგებად, თურქეთის წინაშე ურუსეთოდ დატოვებას! რუსეთი ჯარი იქ უფასოდ დაქირავებული ჯარის ფუნქციას ასრულებდა თურქეთის წინააღმდეგ. ამიტომ საქართველოდან რუსეთი ჯარის გაყვანინებით ტრაბახი, მართლა ქ-ნის „დიდი ძალისხმევით“ რომ მომხდარიყო, დიდი დიპლომატიური სიბრიყვე გახლდათ და არა სატრაბახო საქმე!
kate
10 აგვისტო 2018 11:32
სწორი, კვალიფიციური შეფასებაა. ერთი სიტყვაც არ არის ყალბი. აბსოლუტურად ვეთანხმები და, ვინც წერა-კითხვა იცის და საღად აზროვნებს, ყველა დამეთანხმება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები