ხაჯიმბამ პუტინი და მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია - კვირის პალიტრა

ხაჯიმბამ პუტინი და მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია.

ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ მოწვევები დავუგზავნეთ იმ ქვეყნების ლიდერებს, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. კერძოდ, შესაბამისი წერილები გავუგზავნეთ რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიგ წარმომადგენლებს", - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მან აფხაზეთში მიიწვია რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტების წარმომადგენლები, ვინც "აფხაზეთს აქტიურად ეხმარებოდნენ საომარი მოქმედებების პერიოდში".

აღსანიშნავია, რომ კრემლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"