რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა 2018 წლის პირველ ნახევარში? - კვირის პალიტრა

რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა 2018 წლის პირველ ნახევარში?

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარი, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - "საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ".

უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ" შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, "ქართულმა ოცნებამ" - 93 025 ლარი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 69 173 ლარი, ხოლო "გირჩმა" - 35 289 ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულების სახით "ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ" -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ "თავისუფალი საქართველოსთვის" – 11 613 ლარი, "ახალმა მემარჯვენეებმა" – 4 400 ლარი, "ეროვნულმა ფორუმმა" – 3 180 ლარი, "ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა" – 2 000 ლარი, "თავისუფალმა დემოკრატებმა" – 800 ლარი, "საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ" – 774 ლარი, "პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" – 482 ლარი, ხოლო "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" – 404 ლარი.

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 633 585 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"