რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა 2018 წლის პირველ ნახევარში?
რომელმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი შემოწირულობა 2018 წლის პირველ ნახევარში?
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება - 274 224 ლარი, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 225 ლარი - "საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ".

უფრო დეტალურად, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ" შემოწირულების სახით 119 997 ლარი მიიღო, "ქართულმა ოცნებამ" - 93 025 ლარი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 69 173 ლარი, ხოლო "გირჩმა" - 35 289
ლარი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გასული 7 თვის განმავლობაში შემოწირულების სახით "ქრისტიან - კონსერვატიულმა პარტიამ" -18 000 ლარი მიიღო, მოძრაობამ "თავისუფალი საქართველოსთვის" – 11 613 ლარი, "ახალმა მემარჯვენეებმა" – 4 400 ლარი, "ეროვნულმა ფორუმმა" – 3 180 ლარი, "ახალმა ქრიატიან დემოკრატებმა" – 2 000 ლარი,
"თავისუფალმა დემოკრატებმა" – 800 ლარი, "საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ" – 774 ლარი, "პროგრესულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ" – 482 ლარი, ხოლო "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" – 404 ლარი.

ჯამურად, აღნიშნულ პერიოდში, ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 633 585 ლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები