"სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ"
"სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ"
აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში, - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

"ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში
ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა
საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი "ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".

"ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", - აღნიშნა არეშიძემ.


"ინტერპრესნიუსი"

realoba
10 აგვისტო 2018 16:02
ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში სრულიად მართალია
მუმუ
10 აგვისტო 2018 14:51
ეს ქალბატონი დასკვნებს ან დროის მცირე დიაპაზონზე აკეთებს, ან საქართველოს ისტორიასთან მწყრალადაა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები