"პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს... ქალს ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება"
11-08-2018
"პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს... ქალს ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება"
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს ათონელის სასახლე(ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ავლაბარში დღეს არსებული პრეზიდენტის სასახლე არის სახელმწიფო ფუნქციის მქონე შენობა და სადაც მისი აზრით, სამომავლოდ შესაძლებელია შევიდეს ქვეყნის პრემიერი ან საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის
უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რო
მელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება.

მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



ტოტო
13 აგვისტო 2018 13:49
!!!!!!!-ს ვერ გავიგე ვის გულისხმობთ.თქვენი განმარტებით ვინც გაიქცა,სულ ნარჩევი პატრიოტები იყვნენ (მენშევიკები უმეტესწილად),ხოლო ვინც მაშინ დარჩა ,თურმე ყველა (სოფლებში გლეხები,მწერლები,მეცნიერები,უნივერსიტეტების სტუდენტები,პროფესორები...) "კაგებეშნიკები" ყოფილან.მაგ "კაგებეშნიკებმა" და მათმა შთამომავლებმა აქ მაგათგან განსხვავებით,უამრავი უბედურება გადაიტანეს,ქვეყანა არ მიატოვეს,საქართველოს დამოუკიდებლობას მიახწიეს და ესენი ადრე გაქცეულები ახლა ჭკუასაც არიგებთ იმათ ვინც სამშობლო არ მიატოვა.
ბევრი რამის და უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის შესახებ,თუ ვინ რა გააკეთა,მაგრამ ეგ არ არის მთავარი.
მთავარია ის,რომ ოკუპანტს და მის ქმედებებს უჭერთ მხარს (ამან ასე თქვა და იმან ისე თქვა,რა გოიმური განმარტებებია).
2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა და საქართველო თავს იცავდა და ეს არის სიმართლე. მიშა სააკაშვილს თავისი ეყოფა და იმდენიც არ გესმით,რომ საქართველო და მისი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.
ბაყიჭამიების ჭკუაზე საქართველო ვერ ივლის.
Goga
12 აგვისტო 2018 20:38
Jer gaxdi prezidenti da mere gadawyvite ivli tu ara bazarshi fexit.
ზურა
12 აგვისტო 2018 15:12
არც ჯიპებით დასრიალებდნენ და არც ქრთამებს იღებდნენ და დამართალსაც ამკვიდრებდნენ....

რედაქტორის რჩევით