კობახიძის განცხადებით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტი როგორც მარიხუანას, ისე სხვა ნარკოტიკული საშუალების საკითხზე მუშაობს
13-08-2018
კობახიძის განცხადებით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტი როგორც მარიხუანას, ისე სხვა ნარკოტიკული საშუალების საკითხზე მუშაობს
ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ კი, საქართველოში ნარკოტოკების მოხმარების შემცირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი მუშაობს როგორ მარიხუანას, ასევე სხვა ნარკოტიკების საკითხზეც.

"ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ერთი მხრივ, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენი პოლიტიკით. უმთავრესია, რა თქმა უნდა, მომხმარებლის შემცირება, ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ. მუშაობა
გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება არის მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისთვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე გრძელდება მუშაობა სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. მიზანი არის ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ, შემცირდეს საქართველოში ნარკოტოკების მოხმარება და
ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ", - განაცხა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით