ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა
14-08-2018
ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა. მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი
მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზალკალიანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?