რატომ აღარ შეხვდება უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე?
14-08-2018
რატომ აღარ შეხვდება უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე?
საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე, პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ამ პროცესში შესვლა აზრს კარგავს.

"ჩვენი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, არის პესიმისტური.

წარსულმა გვაჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებებში კონსულტაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონია არცერთ შემთხვევაში - როგორც წესი, პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში თავის თანამშრომლებს ნიშნავდა.
როდესაც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კინკლაობად მიიჩნევს - გაუგებარია, მაშინ წინასწარი კონსულტაციები რა შედეგის მისაღწევად ტარდება? აზრს კარგავს ამ პროცესში შესვლა და კონსულტაციები, ვიდრე კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ კანდიდატურის
წარდგენის პრეროგატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გაგადის.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით