"სალომე ზურაბიშვილი მოსკოვიდან მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა"
14-08-2018
"სალომე ზურაბიშვილი მოსკოვიდან მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა"
ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც თვალჭრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საკრალური შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომის გაჩაღება მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

"თითქოს არ წაეკითხოს პუტინის ინტერვიუ, რომ რუსეთი ომისთვის უკვე 2006 წლიდან ემზადებოდა. სხვათაშორის, ეს რეალობა ხელს აცლის სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის ძირითად პათოსს: რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა მისი დამსახურება არ ყოფილა, რუსეთი საქართველოში თავისი ბაზების არსებობის შემთხვევაში ომს ვერ გააჩაღებდა,
ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა მოსკოვიდან. ასეთ ვითარებაში მეეჭვება, რომ "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ეს დასასრულის დასაწყისი იქნება. პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა პარტიაში და არ ვიცი, ამ პრობლემას "ქართული ოცნება" როგორ გაუმკლავდება", - განაცხადა თვალჭრელიძემ.
Ardevani
16 აგვისტო 2018 14:59
ძალიან თავისებური და არაემანსიპირებულია, უცნაური, ნეტავი ასე გვიჭირს ხალხის ამორჩევა ნიჭიერ საქართველოში, რა ხდება ხალხნო.
qeti
16 აგვისტო 2018 14:03
ბაზები აჭარაში იყო!
ფერნანდო
14 აგვისტო 2018 17:26
ბაზების არსებობნის შემთხვევაში ომს რატომ ვერ დაიწყებდა? ალბათ შერცხვებოდა, არა? თუ სტუმარ-მასპინძლობის წესს ვერ დაარღვევდა? რუსები 1989 წლიდან გვეომებოდნენ და არც ბაზების და არც სამშვიდობოების ყოლას, მათთვის ხელი არ შეუშლია--პირიქით ამ რესურსს აქტიურად იყენებდნენ.

რედაქტორის რჩევით