"სალომე ზურაბიშვილი მოსკოვიდან მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი მოსკოვიდან მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა"

ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც თვალჭრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საკრალური შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომის გაჩაღება მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

"თითქოს არ წაეკითხოს პუტინის ინტერვიუ, რომ რუსეთი ომისთვის უკვე 2006 წლიდან ემზადებოდა. სხვათაშორის, ეს რეალობა ხელს აცლის სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის ძირითად პათოსს: რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა მისი დამსახურება არ ყოფილა, რუსეთი საქართველოში თავისი ბაზების არსებობის შემთხვევაში ომს ვერ გააჩაღებდა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა მოსკოვიდან. ასეთ ვითარებაში მეეჭვება, რომ "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ეს დასასრულის დასაწყისი იქნება. პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა პარტიაში და არ ვიცი, ამ პრობლემას "ქართული ოცნება" როგორ გაუმკლავდება", - განაცხადა თვალჭრელიძემ.