"როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო" - კვირის პალიტრა

"როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო"

როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან შესაბამისობაში უნდა იყოს მისი სასახლე.

"ნებისმიერი შენობა, რომელიც დაკავებული აქვს კონკრეტულ ინსტიტუტს, არის ერთგვარი სიმბოლო და ეს სიმბოლოც ბევრ რამეს განაპირობებს. საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც შექმნილია პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. აქედან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებთან თანხვედრაში იყოს სიმბოლოები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"