"გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
"გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 აგვისტოს მიღებული დადგენილების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობის საშუალება მიეცა.

დადგენილების თანახმად, "2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკოში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ
რეგისტრაცია“, - ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ "გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის სახელით კენჭისყრაზე ცესკომ უარი კანონში არსებული ნორმების გამო განუცხადა. კერძოდ, იმისათვის, რომ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი დაესახელებინა, არჩევნებში რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბ ჯაფარიძეს
"გირჩის" სახელით კენჭისყრაზე უარი ეთქვა, მან იუსტიციის სამინისტროს საკუთარი სახელის ცვლილების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნის მიხედვით, მას ე.წ შუა სახელად გირჩის ჩამატება სახელის ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ შეცვლა სურდა, რათა ბიულეტენში პარტიის სახელიც დაფიქსირებულიყო.

"ინტერპრესნიუსი"

...
15 აგვისტო 2018 20:22
ბრაო, ბრაო, ბრაო... ძლივს ცეესკომ დაარეგისტრირა, რამდენი აწვალეს არადა, რა იქნებოდა რო დარეგისტრირებაში მაინც არ გეწვალებინათ??? მაგრამ ყცველაფერს ჯანსაღს ხო ხელი უნდა შეუშალოთ არა??? კაი რამე მოხდა, მიხარია რო გავიდა საპრეზიდენტო კანდიდატურად, მარიხუანის ლეგალიზაცია კაია, მინდა პროსტიტუციაც ლეგალიზდეს და მერე ღამე ვაჭრობაც:) მიხარია რა, კიდე ერთი თხოვნა მაქ ეს რო პრეზიდენტად გავა, ისტორიიის სწავლება აიკრძალოს სკოლებში რა, მაგრად არ მევასება წლების დამახსოვრება და ჯობია მოვწიოთ და სასიამოვნოდ გავატაროთ ყოველი დღე მიყვარხართ ზურაბ.
...
15 აგვისტო 2018 20:18
მთელი ქვეყანა, მთელი ევროპა, მთელი საზოგადოება გემხრობათ ზუუუუ, ძაან კაი ხარ აი მაგრად მიხარია რო დააარეგისტრირეს ეს როჟა რა და ჩემი ხმა შენ, აი საქართველოს ისტორიაში მირანდა რო მეფობდა აი მზე რო დაუბნელდა, ეგრე დაბნელებული ვართ და ეს რო მოვა გავნათდებით და ჩემი ხმა ამ კაცს რაააა, ძაან ქულია.
...
15 აგვისტო 2018 20:15
აუუუუუუუუუუუუუუუუ ზურააააააააააააააააააააააააა რა კაიააააააააააააა ძააააააააან ქუუულ არი რა ეს პრეზიდენტად, პროსტა შოკია და გამისწორდება ძააან რო მოიგოს და ვიცი რო იმენა გასულია უკვე ეს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები