ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: "ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - კვირის პალიტრა

ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: "ცოტა ტვინი გაანძრიეთ"

ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

"უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.