ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: "ცოტა ტვინი გაანძრიეთ"
15-08-2018
ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.

"უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აშკარად მაგინებლებს
17 აგვისტო 2018 16:20
მთავარი ხომ ის არის, ხელი გამოჰკრათ რაიმეს, არა? მიდი, გააგრძელეთ სალომეს გინება, ჭეშმარიტი მტიკეცებულების გარეშე. თუ იქნებ მართლა არ იცით, რა მოხდა 1801 წელს. ეს ყველაზე მძიმე ბრალდებაა რუსეთის მიმართ, რაც ჭეშმარიტია და არა ის, რასაც თადიოდა გადარეული კაცი. მაგრამ თქვენთვის ხომ ისევ მთავარია, შოვნა.
Petre
16 აგვისტო 2018 21:24
Misi azrovneba da misi gadmocemis stili ar aris qartuli, umjobesia jer qartulshi gaicafos da ukve shemdeg archevnebze carmoadginos sakutari kandidatura.
Pigal
16 აგვისტო 2018 15:08
კონფლიკტურობა, შეურაცყობა, შინაურული აზროვნება ჩვენი დიდებული ქვეყნის საქმე არ არის, ღირსეულ ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები