რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი "ევროპულმა საქართველოს" რიგებიდან დავით ბაქრაძე იქნება.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინფორმაციას, ბაქრაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

2018 წლის 23 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ბაქრაძე ფლობს 213 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 28 კვ. მეტრის ავტოფარეხს და 1751 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს საგურამოში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 430 ლარი; 13 414 დოლარი; 337 ლარი; 14 821 ლარი; 1 770 ლარი და 60 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 15 000 და 19 000 ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბაქრაძის როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 74 865 ლარი შეადგინა. ასევე ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბაქრაძემ გასულ წელს 6 000 დოლარად შეიძინა კრიპტოვალუტები, ხოლო მათი გაყიდვით 26 000 დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მისმა გასავალმა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით - 2 380 ლარი; პოლიტიკური შემოწირულობის სახით კი 5 000 ლარი შეადგინა. გაგრძელება