სერგეი შამბა: "მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში"
სერგეი შამბა: "მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში"
მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, "დეპუტატმა" სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი
ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან", - განაცხადა სერგეი შამბამ.

სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ "აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება
ყველა საკითხის გადაჭრაა".

"დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა", - აღნიშნა სერგეი შამბამ.

კითხვას, თუ რატომ შესძლო აჭარამ მაღალი დონის ევროპული კურორტის შექმნა, ხოლო აფხაზეთმა ვერა, სერგეი შამბამ უპასუხა:

"იქ ბევრი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება: ევროპა, აშშ. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. ჩვენ კი ორიენტირება მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე გვაქვს".

"ინტერპრესნიუსი"

კარლო
18 აგვისტო 2018 09:31
ამ კაცმა თქვა 2 მეზობელი ქვეყანა უნდა ვიყოთო,რა აიტაცეთ,რა თქვა ასეთი,ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან სახალხო მისიებით,კულტურული ღონისძიებებით და ა. შ
anna
17 აგვისტო 2018 12:55
შამბა ძველი თაობაა და კიდევ ახსოვს და იცის ქართველებთან თანაცხოვრების მაგალითი... ამას თუ არ მოუსმინეთ,ახალი თაობა ბავშვობიდან მოწამლულია ქართველების სიძულვილით...კიდევ ესნი თუ დაგელაპარაკებიან გასაგები ენით.
anna
17 აგვისტო 2018 12:48
საინტერესოა ,ქართველების ვერ გამიგია..26 წლის წინათ უაზრო და ნაცისტური შეძახილებით შევარდნენ სოხუმში,რამაც დიდი უბედურება გამოიწვია...მაგრამ თითქოს ვერაფერი ისწავლეს,იგივე ნაცისტურად აზროვნებენ:.,, შენი აზრი არავის აინტერესებს! აფსუებო,გაეთრიეთ რუსეთში,აფხაზი ქართველია..შევიდეთ აფხაზეთში ბრძოლით და გავყაროთ აფსუები ,,.და ა.შ: ....ასე თუ გაგრძელდა აფხაზეთს რუსეთი კი არა ,ევროპაც და ამერიკაც აღიარებს.!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები