"როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის" - კვირის პალიტრა

"როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის"

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია. მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნება“ მასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, კონსულტაციები მხოლოდ ამის შემდეგ შედგება.

"მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა წინასწარ ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოლოდინი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის იმედი აქვს.

სალომე ზურაბიშვილმა ეს კომენტარი ბათუმში გააკეთა, სადაც მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.