"როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის"
18-08-2018
"როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის"
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია. მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნება“ მასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, კონსულტაციები მხოლოდ ამის შემდეგ შედგება.

"მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა წინასწარ ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი
მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა "ქართული ოცნების" მხარდაჭერის მოლოდინი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის იმედი აქვს.
სალომე ზურაბიშვილმა ეს კომენტარი ბათუმში გააკეთა, სადაც მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
ალექს
20 აგვისტო 2018 12:00
ყველაფერი სუნელივით უცხო გვიყვარს და სალომეს უცხო სიტყვებიანი ლექსიკა არა !?
ძალიანაც უცხოა ,სახალისო ,ფრთიანი !
სამაგიეროდ უცხო სტუმრებთან დანარჩენ კანდიდატებზე უკეთ ისაუბრებს !
ვაშაძე და ბაქრაძე მარტო ნორჩი ლენინელები კი არა და პიონერები,კომკავშირლებიც იყვნენ და უსაფრთხოების მუშაკებიც ,აბა ჯაშუშობა რა საკადრისია,კადრისანი არიან !
ნათელაშვილი უსუფაშვილი ბურჯანაძე კომპარტიაა !
კომუნიზმს თუ ისევ ვაშენებდით,ადრე რატომ მოგვატყუეთ,დავამთავრებდით აქამდე,რა, სურამის ციხეა ?!
გამოიყვანეთ ის ელისაშვილი და კიდევ ვინმე თუა არაკომუნისტი,არაჯაშუში და არა უცხო !
არა და ამ 12-ს მე ხმას არ მივცემ !

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები