"ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ასე არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს" - კვირის პალიტრა

"ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ასე არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს"

თუ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, გაიზრდება თუ არა ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შანსი, ან საერთოდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როგორია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო სტარტი, "კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე პიარის სპეციალისტ კახა მაღრაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა

"ნათლად გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სტრატეგია საერთოდ არ გააჩნია, პირიქით, იმდენად ორაზროვან და გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს, აქტიურობის ნაცვლად, თავდაცვით რეჟიმში გადაერთო. არადა, საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურად პირველად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა, მეტისმეტად თავდაჯერებულიც კი იყო - ის როგორც უკვე მომავალი პრეზიდენტი ესაუბრებოდა საზოგადოებას და ბევრი ამან გააღიზიანა კიდეც. დღეს კი ეს თავდაჯერებულობა თითქოს გაქრა, რადგან მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემა უწევს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. "ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ამ ფრაზით არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს. პოლიტიკოსები სწორედ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არიან. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი ფრაზეოლოგიით ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო მედია ამ პოლიტიკოსის ნებისმიერი აქტივობის გაშუქებისგან თავს შეიკავებდა, ან ისეთ მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდა, რომ პოლიტიკოსს მედიასთან დაპირისპირების სურვილი აღარასოდეს გაუჩნდებოდა. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადების გამო ირიბად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს ფრაზა დიდხანს გაჰყვება..." - აცხადებს გამოცემასთან კახა მაღრაძე.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია