"ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ასე არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს"
20-08-2018
"ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ასე არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს"
თუ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, გაიზრდება თუ არა ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შანსი, ან საერთოდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როგორია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო სტარტი, "კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე პიარის სპეციალისტ კახა მაღრაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა

"ნათლად გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სტრატეგია საერთოდ არ გააჩნია, პირიქით, იმდენად ორაზროვან და გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს, აქტიურობის ნაცვლად, თავდაცვით რეჟიმში გადაერთო. არადა, საგანგებო
ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურად პირველად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა, მეტისმეტად თავდაჯერებულიც კი იყო - ის როგორც უკვე მომავალი პრეზიდენტი ესაუბრებოდა საზოგადოებას და ბევრი ამან გააღიზიანა კიდეც. დღეს კი ეს თავდაჯერებულობა თითქოს გაქრა, რადგან მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემა უწევს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის
მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. "ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ამ ფრაზით არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს. პოლიტიკოსები სწორედ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არიან. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი ფრაზეოლოგიით ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო მედია ამ პოლიტიკოსის ნებისმიერი აქტივობის გაშუქებისგან თავს შეიკავებდა, ან ისეთ მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდა, რომ პოლიტიკოსს მედიასთან დაპირისპირების სურვილი აღარასოდეს გაუჩნდებოდა. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადების გამო ირიბად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს ფრაზა დიდხანს გაჰყვება..." - აცხადებს გამოცემასთან კახა მაღრაძე.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად


რუსუდან შელია


daviti
21 აგვისტო 2018 10:00
რასაც ამბობს სალომე მართალია. ჟურნალისტები არიან უვიცი და უცოდინარი, ნახეთ ტრამპი რას ამბობს ამერიკელ ჟურნალისტებზე https://www.ambebi.ge/article/226789-trampi-vs-media-uprecedento-dapirispireba-prezidentsa-da-amerikel-zhurnalistebs-shoris/.
მერე საიდან მოიტანეთ სალომე ზურაბიშვილის კრემლის აგენტობა, ამ სისულელეს თვითონ კრემლის აგენტი ნაცები ავრცელებენ, რომ თავიანთი თავი დაფარონ.
რაც შეეხება პრეზიდენტად მისი კანდიდატურას არ მიმაჩნია სწორად, რადგან პრეზიდენტის პოსტი არის ცარიელი ადგილი, და ეს არჩევნები ფულის ტყუილად ხარჯვა. ხომ ხედავთ ბიძინამ ისიც კი თქვა შეიძლება ეს პოსტი ოპოზიციას დავუთმოთო. არ ჭირდება არაფერში და იმიტომ. მარგველაშვილის ნაირი კანდიდატი უნდა რომ მუდმივი ოპონირების რეჟიმში ყავდეს.
-------
20 აგვისტო 2018 15:10
ჩემი სუბიექტური შეხედულებაა ამ ყველაფერზე რაც ხდება საქართველოში,სწორედაც ვერ ვხვდები რა ხდება,თუ ოცნებას უნდა რომ სააკიანი დაგვემხოს თავს,მაშინ რად გვინდა ეს აურ-ზაური ,არიქა დამოუკიდებელი კანდიდატი და სხვა,დავიჯერო ვერ ხვდებიან რომ ზურაბიშვილს ხალხი მხარს არ და უჭერს?შეიძლება კარგი ადამიანია მაგრამ მაგარი ხეპრე ქალია.და თუ ოცნება გონს არ მოეგო ცუდად წაგვივა საქმე.არ დაბლოკოთ/
ტოტო
20 აგვისტო 2018 15:00
"ლევანნის"-მერე ასეთი ტვინგანძრეული აპირებს ამდენი ტვინგაუნძრეველის პრეზიდენტობას ?
ცოტა დარჩა და თქვე ქაჯებოოს ძახილს დაიწყებს,აგერ ნახავთ,თუ არა.
ვინ არის ქაჯი ქალბატონო სალომე ? ააა!!!

რედაქტორის რჩევით