გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა
20-08-2018
გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა
გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, - წერს მერაბ ჭანუყვაძე.

მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით