პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. უფრო კონკრეტულად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ შალვა კერესელიძე დანიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. რაც შეეხება იმერეთს, აღნიშნული რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება გახლავთ. სოფლად
მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება არ არის საკმარისი. ის გეგმები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად, სრულყოფილად და რაც მთავარია, მაღალი დონის დისციპლინით.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ
სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მექანიზმი. ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ პირდაპირი კავშირი გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რაც თითოეულ სოფელში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი შესაძლებლობა მათზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინოთ. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები