გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციებს შედეგი ჰქონდეს, თუმცა სალაძემ ამბობს, რომ დღეს კანდიდატი ალბათ არ დასახელდება.

„იყო რამდენიმე ვერსიაზე საუბარი თუ როგორ შეიძლება შეირჩეს კანდიდატურა. ვფიქრობ, დღეს იქნება გადაწყვეტილება გაჟღერებული, რადგან ცოტა დროა. იქნება ეს კონკურსი თუ სხვა ფორმა, იმედია უკვე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება დღეს",- აღნიშნა სალაძემ.

შეგახსენებთ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს მართავს.