"როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა"
"როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა"
როცა პარტიის შემომწირველი თანამდებობაზე ინიშნება, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა და თანხა უნდა ამოიღოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გურიის გუბერნატორზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად, რაღაც პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად და ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან.

"ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა არის ტრადიციული. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ნიშნავენ აბსოლუტურად უცნობ
ადამიანებს როგორც მთავრობაში, ასევე რეგიონებში.

რეგიონებს უფრო მართავენ "ოდეერები“, ძალოვანი უწყებებიდან. ჰგონიათ, რომ რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს გუბერნატორების დამოკიდებულებაზე ძალოვნებთან, სუს-თან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიის ან ნორმალური პარტიის წესით, არამედ კულუარულად და რაღაც პირადი ინტერების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, ეს ინტერესები პირდაპირ
მიდის ბიძინა ივანიშვილთან",- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად გურიის გუბერნატორს, როგორც გოცირიძემ განაცხადა, ის თანამდებობაზე "პარტიისთვის შეწირული თანხის ამოსაღებად დანიშნეს“.

"ჩვეულებრივი რამეა, რომ გუბერნატორებად, მინისტრებად თუ მოადგილეებად მიჰყავთ თავიანთი ნაცნობები, კლასელები, პარტიის შემომწირველი და ა.შ. როცა პარტიის შემომწირველი ინიშნება თანამდებობაზე, ეს არის კორუფცია. გამოდის, რომ მან ეს ადგილი იყიდა და ეს თანხა უნდა ამოიღოს. სწორედ თანამდებობა მიაჩნიათ მათ ფულის ამოღების გარანტიად",- განაცხადა გოცირიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია "ქართული ოცნების“ აქტიური შემომწირველია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი ქართული ღვინოები უნდა შევუხამოთ ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს - რჩევები დიასახლისებს
/
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები