ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
20-08-2018
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან გვაცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობისკენ.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს
გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. შეხვედრის დასასრულ, მინისტრმა და ელჩმა მომავალი აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით