სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სუს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში გოგაშვილის გადადგომის დეტალებზე არ საუბრობენ.

იოსებ გოგაშვილი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"