"გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება" - რას წერს სააკაშვილი ივანიშვილზე?
21-08-2018
"გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება" - რას წერს სააკაშვილი ივანიშვილზე?
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეიბუკის" პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს და წერს:

"ის, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან - ვის...
ვინც არ უნდა დააყენოს,ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება!

ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის
და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე,ჩემი ჩამოსვლისთვის...

გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნებაო. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს - ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და
წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა!"
გაგა
21 აგვისტო 2018 15:05
მიხედეთ ამ საცოდავს, წაიყვანეთ ფსიქიქტრთან, იქნებ რამე უშველოს.

რედაქტორის რჩევით