გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა
გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ იოსებ ქარუმაშვილთან ერთად, სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა და ახმეტის ღვინის ქარხანაში დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - მატანი, ქისტაური და ახაშენი დააზარალა.

გელა სამხარაულის განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია მოსახლეობას სტიქიისგან გადარჩენილი მოსავლის ჩაბარების პრობლემა მოეხსნას. მისივე თქმით, აგრობიზნესში სტიქიური მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია
და მნიშვნელოვანია, რომ ამ რისკების თავიდან აცილებაზე დაზღვევის მექანიზმების გამოყენებით ყველამ იფიქროს.

"აგროდაზღვევა არის ის ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მოსავალი. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ით. დაზღვეული ფართობების ზრდა სადაზღვევო
ტარიფებს უფრო შეამცირებს. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლებს მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში აქვს. წლის ბოლომდე გავახანგრძლივეთ მიწის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურაც. როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ფერმერებისთვის მომგებიანი იქნება შესაბამის სამსახურს, რეგისტრაციის მოთხოვნით პირველ იანვრამდე მიმართონ. თუ კი გაქვს მეურნეობა უნდა გქონდეს თავდაცვის მექანიზმებიც, დაცული და კმაყოფილი ბიზნესი სახელმწიფოსთვისაც კარგი აქტივია“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები