"არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" რამის გამო თავს იკავებს" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მის მხარდაჭერაზე
21-08-2018
"არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" რამის გამო თავს იკავებს" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან მის მხარდაჭერაზე
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოთმინებით და იმედით ელოდება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, დაუჭერს თუ არა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მისთვის სრულიად მისაღები იქნება.

"არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" რამის გამო თავს იკავებს. ვფიქრობ, "ქართული ოცნება" მსჯელობს ამ საკითხზე, რაც ძალიან ნორმალური და ბუნებრივია. არავის არაფერი ეჩქარება. მე
ძალიან დიდი მოთმინებით და იმედით ველოდები მათ გადაწყვეტილებას. სრულიად ბუნებრივია ეს მსჯელობა უმრავლესობისთვის. თვითონ გადაწყვეტენ კანდიდატებიდან რომელს უნდა დაუჭირონ მხარი. ამაში მე ვერც უხერხულობას და ვერც პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან მშვიდად ვაგრძელებ კამპანიას, ხელმოწერების შეგროვებას და არ მაქვს არანაირი ეჭვის მომენტი. როგორიც იქნება მათი გადაწყვეტილება,
ჩემთვის იქნება მისაღები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით