"დარწმუნებულები ვართ, რომ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებულები ვართ, რომ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც"

დარწმუნებულები ვართ, რომ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოზე განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით.

"ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სასამართლოს, გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტური მტკიცებულება იმისთვის, რომ მიგვემართა ამ სასამართლოსთვის და ამიტომაც მივმართეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, ისეთს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.