"ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა"
"ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა"
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს ასეთი დისკუსია. მე ამას მივესალმები, არ მეჩქარება, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების“ კანდიდატთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს და "ქართულ ოცნებაში“ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დისკუსიებს მიესალმება. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ არჩევნებში პარტიას საკუთარი კანდიდატურა სურდეს.

"ჩემი მოლოდინი არ იცვლება
ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა, მაგრამ ჩემი კანდიდატურა უკვე დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც 8 სექტემბრამდე შევიტან ცესკოში და ვიქნები საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც "ქართულ ოცნებაშია“, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები.
არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება. ყველამ ვიცით, რომ დრო არის 8 სექტემბრამდე და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.

მე მგონი, არაფერი შეცვლილა. ვიცით, რომ მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ შიდა კანდიდატურა და მუდამ იყო ასეთი დისკუსიები. ბუნებრივია პარტიისთვის, რომ ნებისმიერ არჩევნებში სურდეს თავისი კანდიდატურა. სხვა საქმეა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რააც მიღებული იქნება. მე აქ ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც შემაშფოთებელია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.
nina
22 აგვისტო 2018 16:41
ხომ ძალიან ვბაძავთ სხვა ქვეყნებს, ჰოო და ამერიკის პრეზიდენტი აუცილებლად ამერიკაში უნდა იყოს დაბადებული და ბოლო 10 წელი უნდა ცხოვრობდეს ამერიკაში, ეს კანონია, რა ხდება ჩვენთან? ალბათ მალე ნიგერიელ ზანგს ან სულაც ირანელს ექნება ამბიციები საქართველოს პრეზიდენტობის. ღმერთმა ნუ ქნას დაა ჩვენ არ ვიცით რა მოელანდება მამა მარჩენალს... თუ სალომე გაგვიხდა პრეზიდენტი ალბათ ქართველი ეყოლება თარჯიმნად, აბა ისეეე მოგვიწევს მკითხაობა ან ლელა კაკულია დაგვეხმარება.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები