"მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასიც და ლევან გაჩეჩილაძისიც, თუ სხვებთან ერთად ისინიც იქნებიან ჩემი დამფინანსებლები" - კვირის პალიტრა

"მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასიც და ლევან გაჩეჩილაძისიც, თუ სხვებთან ერთად ისინიც იქნებიან ჩემი დამფინანსებლები"

"მე უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი, პირველ რიგში საქართველოში არსებული ბიზნესის,“ - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გოგა ხაინდრავას და ლევან გაჩეჩილაძის ფინანსური დახმარებით აპირებს კამპანიის წარმართვას.

"ძალიან მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასიც და ლევან გაჩეჩილაძისიც, თუ სხვებთან ერთად ისინიც იქნებიან ჩემი დამფინანსებლები. ჩემი ფონდი დაარსდა გუშინ, დღეს ჩემს "ფეისბუქ“ გვერდზე უნდა გამოვაქვეყნო ანგარიშები. პირველი დამფინანსებელი მე თვითონ ვარ ჩემი პირადი დანაზოგიდან, რაც ჩემს ანგარიშზე მქონდა.

მინდა მივმართო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს და მათაც, ვინც არ მიცნობს ახლოდან, რომ მე მათგან მხარდაჭერა უნდა მივიღო. მე უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი, პირველ რიგში საქართველოში არსებული ბიზნესის იმიტომ, რომ მე მათი დამცველიც ვიქნები, როცა ამის დრო მოვა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

იხილეთ ასევე: "ჩემი მოლოდინი არ იცვლება ასე სწრაფად. იმედი მაქვს, რომ იქნება მათი მხარდაჭერა"