"შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინოა - მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას"
"შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინოა - მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას"
შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება, ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა.

"მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს, კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სხვა ქვეყანაში დასჯა. მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა
უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას.

ვთვლი, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უამბიციო ქვეყნებს კი, არავინ სცემს პატივს. თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესები
დან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე.

საქართველოს მომავალი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე, არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლეს დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები